შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობის ბრალდებით ერთი პირი დააკავა. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული რუსთაველის გამზირზე მიმდინარე აქციების პერიოდში, მონაწილეობდა ჯგუფურ ძალადობაში, არ ემორჩილებოდა სამართალდამცველებს და მათი მიმართულებით სხვადასხვა საგანს ისროდა. ძალოვანი უწყების ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მე-2 ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული 6 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
