„ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა
„ქართული ოცნების“ რვა დეპუტატს უფლებამოსილება ვადაზე ადრე შეუწყდა. ირაკლი კობახიძემ, მაკა ბოჭორიშვილმა, ანრი ოხანაშვილმა, დავით სონღულაშვილმა და მარიამ ქვრივიშვილმა საკანონმდებლო ორგანოდან აღმასრულებელ ხელისუფლებაში გადაინაცვლა. მიხეილ ყაველაშვილი პრეზიდენტობის კანდიდატია. პირადი განცხადების საფუძველზე უფლებამოსილება ვადამდე შეუწყდათ ბიძინა ივანიშვილს და ირაკლი ღარიბაშვილს. კენჭისყრამდე საკითხზე საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტმა იმსჯელა, დადგენილებების პროექტები დეპუტატების უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის შესახებ, პლენარულ სხდომაზე კომიტეტის თავმჯდომარემ დავით მათიკაშვილმა წარადგინა.