2025 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში განიხილავენ
2025 წლის ბიუჯეტის პროექტს პარლამენტში განიხილავენ. მომდევნო წელს ნაერთი ბიუჯეტის ხარჯვითი ნაწილი ჯამურად 32 მილიარდ 4 მილიონი ლარი იქნება. სახელმწიფო ბიუჯეტის ასიგნებების ზომა წინა პროექტთან შედარებით 895 მლნ ლარით არის გაზრდილი, რაც რიგ სამინისტროებში დაფინანსების ზრდამ განაპირობა. მთავარი ფინანსური დოკუმენტის მიხედვით, ყველაზე დიდი თანხა, 8 მილიარდზე მეტი მომავალ წელსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიემართება. ასევე 200 მლნ ლარით გაიზრდება განათლების უწყების დაფინანსება. მომავალი წლისთვის ბიუჯეტი ეზრდებათ თავდაცვის, კულტურისა და სპორტის სამინისტროებს.
