საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარების აკრძალვის მიზანს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ
საპროტესტო აქციაზე ნიღბის ტარების აკრძალვის მიზანს მმართველ გუნდში კიდევ ერთხელ განმარტავენ. საპარლამენტო უმრავლესობის წარმომადგენელთა განცხადებით, ქართული კანონი ევროპულ გამოცდილებას დაეფუძნება და უფრო მსუბუქი იქნება. კანონის მიღების შემდეგ კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს ნიღაბი ვეღარ დაიცავს.
