ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა, ახლო აღმოსავლეთში ახალი თავის დასაწყისია
ისრაელის პრემიერ მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ აცხადებს, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა, ახლო აღმოსავლეთში ახალი თავის დასაწყისია. როგორც ისრაელის პრემიერ-მინისტრმა პრესკონფერენციაზე განმარტა, „ჰეზბოლას“ ლიდერის ლიკვიდაცია გადამწყვეტი იყო ირანის ე.წ. წინააღმდეგობის ღერძის დასასუსტებლად, რომელიც მოკავშირე სახელმწიფოებისა და შეიარაღებული დაჯგუფებებისგან შედგება.
