შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებასა და რისკებზეც მიუთითებს
შეერთებულ შტატებში მიაჩნიათ, რომ სირიაში ბაშარ ასადის რეჟიმის დაცემა რუსეთისა და ირანის დასუსტებასა და რისკებზეც მიუთითებს და შიშობს, რომ შექმნილ ვითარებას დაჯგუფება ისლამური სახელმწიფო, ქვეყანაში თავისი პოტენციალის აღსადგენად გამოიყენებს. განცხადება სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა გააკეთა და ხაზგასმით აღნიშნა, რომ ვაშინგტონი ამას არ დაუშვებს.
