რუსეთი უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშების შესახებ იუწყება
რუსეთი უკრაინის სამხედრო ინფრასტრუქტურაზე იერიშების შესახებ იუწყება. ოკუპანტი ქვეყნის ცნობით, სამიზნეში მოექცა სამხედრო აეროდრომები, სარკინიგზო ობიექტები, რომლებსაც უკრაინელი სამხედროები, სამხედრო ტექნიკის გადასაზიდად იყენებენ, ასევე საწყობები, სადაც დრონები ინახება. გასული 24 საათის განმავლობაში, ხარკოვისა და დონეცკის მიმართულებებზე ოკუპანტების მოგერიების შეახებ იუწყება უკრაინის გენერალური შტაბი. „დიპ სტეიტის“ ანალიტიკოსების მონაცემებით კი, საოკუპაციო ძალები დონეცკისკენ 9 დასახლებულ პუნქტს მიუახლოვდნენ.
