გიორგი გახარიას აღიარებას საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აფასებს
გიორგი გახარიას აღიარებას, ტრამპის ინაუგურაციამდე ქვეყანაში რადიკალური ოპოზიციის სასურველი შედეგის მოსწრებაზე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი აფასებს. მამუკა მდინარაძის თქმით, კოლექტიურმა ნაც. მოძრაობამ კარგად იცის, რომ დონალდ ტრამპის ინაუგურაციის შემდეგ , ამერიკის შეერთებული შტატებისგან საქართველოზე ზეწოლა შემცირდება, რაც რადიკალებს პირადი მიზნების მიღწევას გაურთულებს. მდინარაძის განცხადებით, გახარიამ ისიც აღიარა, რომ ეს მხოლოდ პირველი ფაზაა, მეორე ფაზა კი ქვეყნის მაიდანიზაციას და ომში ჩართვას გულისხმობს.
