ტელეკომპანია "იმედის" განცხადება
ბოლო დროს ჩვენს წინააღმდეგ კონკრეტული ჯგუფების მიერ გამოხატულ აგრესიასა და სარედაქციო პოლიტიკაში ჩარევის მცდელობებზე ტელეკომპანია იმედი განცხადებას ავრცელებს. განცხადებაში ნათქვამია, რომ ,ტელეიმედი“ არის კერძო კომპანია, რომლის ერთ-ერთ მთავარ მიზანს წარმოადგენს ობიექტური სარედაქციო პოლიტიკა და მაყურებლის მაღალი ნდობისა და რეიტინგის შენარჩუნება. „ტელეიმედი“ საქართველოში აკრედიტებულ დიპლომატიურ წარმომადგენლობებს მიმართავს, არ დატოვონ რეაგირების გარეშე „იმედის“ ჟურნალისტების წინააღმდეგ მიმდინარე მასშტაბური შეტევა, შეურაცხყოფა და სიძულვილის ორგანიზებული კამპანია. მიუხედავად ჩვენი კომპანიის მიმართ არაერთი ცილისმწამებლური განცხადებისა და შეურაცხყოფის ფაქტებისა, ტელეკომპანია ,,იმედი“ იყო, არის და იქნება საქართველოს ევროპული მომავლის ერთგული - ნათქვამია "ტელეიმედის" განცხადებაში.