დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს
დავით კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრები რუსეთშიც აღმოაჩინეს, რომელთა დღიური შემოსავალი მილიონ დოლარს შეადგენდა. ირკვევა, რომ უკანონ ქოლ-ცენტრების საქმიანობის შედეგად 50-ზე მეტ ქვეყანაში 100-ი ათასი ადამიანი დაზარალდა, მათ შორის ევროკავშირის, დიდი ბრიტანეთის, კანადის, ბრაზილიის, ინდოეთისა და იაპონიის მოქალაქეები. გავრცელებული ინფორმაციით, ამ საქმეზე 11-ი ადამიანია დაკავებული. კეზერაშვილთან დაკავშირებული ქოლ-ცენტრების საქმე ტრანსნაციონალურ დანაშაულად ითვლება, და მას მრავალი ქვეყნის, მათ შორის საქართველოს საგამოძიებო უწყებებიც იძიებენ.

სიუჟეტის ავტორი: ლევან ფოჩხუა
ნახე ავტორის სხვა რეპორტაჟები