აქციებზე ნიღბით სახის დაფარვა აიკრძალება
აქციებზე ნიღბით სახის დაფარვა აიკრძალება. კანონპროექტზე დეპუტატები დაჩქარებული წესით იმსჯელებენ. რაც შეხება ტექნიკურ მხარეს, იგეგმება ამ კანონის თვის ბოლომდე ამოქმედება. მსგავსი პრაქტიკა ევროკავშირის არაერთ ქვეყანაშია. ოპოზიციის ნაწილი მიიჩნევს, რომ ეს ინიციატივა მოქალაქეების დაშინების მცდელობაა, ნაწილი კი აცხადებს რომ კანონი თავდაპირველად პოლიციელებს უნდა შეეხოს. მმართველ გუნდში კი განმარტავენ, რომ ეს აკრძალვა დანაშაულის და ძალადობის ფაქტებს შეამცირებს
