დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში დაბადებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მოპოვების უფლების გაუქმებაზე იმუშავებს
დონალდ ტრამპის განცხადებით, ქვეყანაში დაბადებით ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეობის მოპოვების უფლების გაუქმებაზე იმუშავებს. არჩეულმა პრეზიდენტმა „ენბისი ნიუსთან“ ინტერვიუში აღნიშნა, რომ ამ საკითხთან დაკავშირებით აღმასრულებელი ზომების მიღებას მისი ადმინისტრაცია 20 იანვრის ინაუგურაციისთანავე დაიწყებს. თეთრი სახლის მომავალი ლიდერის განმარტებით, ამისთვის საკონსტიტუციო ცვლილებების გატარება იქნება საჭირო და პროცესი საკმაოდ რთულ ასპექტებს მოიცავს. ვინაიდან, მშობლის სტატუსის მიუხედავად, ამერიკის შეერთებული შტატების ტერიტორიაზე დაბადებულისთვის ავტომატურად მოქალაქეობის მინიჭების უფლება ქვეყნის კონსტიტუციის მე-14 შესწორებაშია შეტანილი.
