რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში კიდევ ერთი დასახლება დაიკავეს
რუსეთის მტკიცებით, უკრაინაში კიდევ ერთი დასახლება დაიკავეს. როგორც თავდაცვის სამინისტროში განმარტეს, მათმა ჯარისკაცებმა დონეცკის ოლქში, ბლაგოდატნოეს დასახლება აიღეს. განცხადებაში ასევე აღნიშნულია, რომ შეტევები იყო ხარკოვის, ავდიივკის, დონეცკის, ზაპოროჟიეს და ხერსონის მიმართულებით. პარალელურად, უკრაინის თავდაცვის სამინისტროს განცხადებით, ოკუპანტებმა პოკროვსკის მიმართულებით უკრაინის პოზიციებზე 43 შეტევა მიიტანეს. უკრაინამ მათგან 36-ის მოგერიება მოახერხა. 7-დ ადგილას კი ბრძოლები ამ დრომდე გრძელდება.
