საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან
საგარეო საქმეთა მინისტრმა, მაკა ბოჭორიშვილმა გაცნობითი ხასიათის შეხვედრა გამართა წმინდა საყდრის დესპანთან, არქიეპისკოპოს ანტე იოზიჩისთან. შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და ვატიკანს შორის ურთიერთობის პოზიტიური დინამიკა, ბოლო პერიოდში განხორციელებული პროექტების მნიშვნელობა და ნაყოფიერი თანამშრომლობის გაღრმავების პერსპექტივები. საუბარი შეეხო საქართველოსთვის მნიშვნელოვან საკითხებს, მათ შორის ქვეყნის წინაშე მდგარ გამოწვევებს. ხაზი გაესვა ქვეყნის სტაბილური განვითარების მნიშვნელობას და საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტებს. განიხილეს საერთო ევროპული ფასეულობები და ხაზი გაესვა როლს, რომელიც წმინდა საყდარს შეუძლია შეასრულოს საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესში.
