პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, შეწყდეს ძალადობა, აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში
პარლამენტის თავმჯდომარე მოუწოდებს ყველას, შეწყდეს ძალადობა, აგრესია და პოლიტიკური პროცესი დაბრუნდეს სამართლებრივ კალაპოტში. შალვა პაპუაშვილის თქმით, საპარლამენტო საქმიანობა განახლდა და 14 დეკემბერს საარჩევნო კოლეგია საქართველოს პრეზიდენტს აირჩევს. პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, ხელისუფლების უმთავრესი ვალდებულებაა, უზრუნველყოს წესრიგი და არ დაუშვას არეულობა. შალვა პაპუაშვილმა ისაუბრა ევროინტეგრაციაზეც და თქვა, რომ პროცესი თანმიმდევრულად და გეგმაზომიერად გრძელდება.