შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს
შეერთებული შტატები არ დაუშვებს, სირიაში შექმნილი ვითარებით „ისლამური სახელმწიფოს“ დაჯგუფებამ ისარგებლოს. ამის შესახებ შეერთებული შტატების პრეზიდენტმა საგანგებო ბრიფინგზე განაცხადა. ჯოზეფ ბაიდენის თქმით, გარკვეულ ჯგუფებს, რომლებმაც სირიაში ამბოხება მოაწყვეს, წარსულში ტერორიზმთან ჰქონდათ კავშირი. ამიტომ, შეერთებული შტატები მათ ქმედებებს ყურადღებით ადევნებს თვალს.
