გოგა ბითაძემ ენ ბი ეიში კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა
გოგა ბითაძემ ენ ბი ეიში კარიერის საუკეთესო შეხვედრა ჩაატარა. „ორლანდომ“ „ფინიქსი“ 5-ქულიანი სხვაობით, 115-110 დაამარცხა. ქართველმა კალათბურთელმა კი ორმაგი დუბლი შეასრულა და შეხვედრა 21 ქულით, 16 მოხსნითა და 4 შედეგიანი გადაცემით დაასრულა. ბითაძემ თოთხმეტიდან რვა ორქულიანი და ექვსიდან ხუთი საჯარიმო ჩააგდო. 17 მოგებითა და 9 წაგებით „ორლანდო“ აღმოსავლეთ კონფერენციაში მესამე ადგილზეა.
