ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება
ბაშარ ასადი ოჯახთან ერთად მოსკოვში იმყოფება. ინფორმაციას, კრემლის წყაროებზე დაყრდნობით, რუსეთის სამთავრობო მედია ავრცელებს. სააგენტო „ტასის“ ინფორმაციით, რუსეთმა სირიიდან გაქცეულ პრეზიდენტს თავშესაფარი მისცა. ბაშარ ასადმა დამასკო მას შემდეგ დატოვა, რაც დედაქალაქში ამბოხებულები შევიდნენ.
