ჟურნალისტებზე შეტევის ფაქტები
რუსთაველის გამზირზე გამართული აქციის მონაწილეთა ნაწილმა ისევ გამოიყენა პიროტექნიკა, ქვებით ჩამსხვრეულია პარლამენტის ფანჯრები. ისევ იყო ჟურნალისტებზე შეტევის ფაქტები. საზოგადოებრივი მაუწყებლის ჟურნალისტს საქმიანობაში ხელს უშლიდა ოპოზიციონერი ანა დოლიძე, რომელმაც ასევე წაახალისა მედიაზე ძალადობა. რუსთავი ორის ორ ჟურნალისტს კი აქტივისტებმა შეუშალეს ხელი და პირდაპირ ეთერში მუშაობის საშუალებას არ აძლევდნენ.
