ნინო ბორჩხაძე „მთავარ არხს“: იდენტიფიცირება „შეძელით“ ერთადერთი ადამიანის, რომელიც უნიღბოდაა და მსხვერპლს ეხმარება? რატომ არ მირეკავთ კომენტარისთვის? ჩემი შვილია ლუკა თოფურიძე არც „ტიტუშკაა“ და არც ზონდერი, არც დაჯგუფების წევრი
"ტვ პირველის" ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდამსხმელების ნაწილი ოპოზიციურმა მედიამ დაასახელა, მათ შორის ორი "ნაციონალურ მოძრაობასთან" და გამართულ აქციებთან არის კავშირში. დასახელდა ლუკა თოფურიძე, რომლის დედაც "ნაციონალური მოძრაობის" აქტივისტი ნინუცა ბორჩხაძეა. ბორჩხაძემ და თოფურიძის მეუღლემ დაადასტურეს რომ ლუკა თოფურიძე თავდასხმის დროს ადგილზე იმყოფებოდა, თუმცა მათი თქმით, მხოლოდ ეხმარებოდა ტვ პირველის გადამღებ ჯგუფს. "მთავარმა არხმა" სიიდან თოფურიძის გვარი ამოშალა. შემდეგ ისევ დააბრუნა. რასაც ნინუცა ბორჩხაძის უკმაყოფილება მოჰყვა. დასახელებული ზუკა ძნელაძის ოჯახი კი აქციებში მონაწილეობს. ოპოზიციურმა არხმა ასევე დაასახელა გიორგი კორძაია და გიორგი ლალიაშვილი.
