თურქეთში მცხოვრებმა სირიელებმა ასადის მმართველობის დამხობა იზეიმეს
ასადის მმართველობის დამხობა იზეიმეს თურქეთში მცხოვრებმა სირიელებმაც. სტამბოლში სირიის ოპოზიციის დროშებით ათასობით ადამიანი გამოვიდა. აქციის მონაწილეებმა სირიაში ხელისუფლების შეცვლა ტრადიციული ცეკვებითა და სიმღერებით აღნიშნეს. ცნობისათვის, თურქეთში დღეისათვის 3 მილიონზე მეტი სირიელი ლტოლვილი ცხოვრობს.
