სირიაში ასადის რეჟიმის დაცემას ზეიმობენ
სირიაში კი ასადის რეჟიმის დაცემას ზეიმობენ. დამასკოსა და ქვეყნის დიდ ქალაქებში ათასობით ადამიანია გამოსული. ინფორმაცია ბაშარ ასადის გაქცევის შესახებ დღეს დილით ამბოხებულებმა გაავრცელეს, რომლებმაც ქვეყნის დედაქალაქზე კონტროლი დაამყარეს. ამ დრომდე დამასკოში რჩება პრემიერ-მინისტრი, რომელიც ხელისუფლების გადაბარებამდე მთავრობის მეთაურის ფუნქციას შეასრულებს.
