გაქცეული ბაშარ ასადის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია
დამასკოდან გაქცეული ბაშარ ასადის ადგილსამყოფელი ამ დრომდე უცნობია. მას შემდეგ, რაც სირიის პრეზიდენტმა დედაქალაქი დატოვა, რამდენიმე წყარომ გაავრცელა ინფორმაცია, რომ მისი თვითმფრინავი შესაძლოა ჩამოვარდნილიყო და ასადი დაღუპულიყო. ერთ-ერთმა წყარომ თვითმფრინავის მოძრაობის ტრაექტორიაც გამოაქვეყნა, საიდანაც ირკვევა, რომ გაქცეული პრეზიდენტი სირიის დასავლეთისკენ, მისდამი ლოიალურ რეგიონში მიფრინავდა, თუმცა მოულოდნელად თვითმფრინავმა გეზი იცვალა და რადარებიდან გაუჩინარდა. გამოცემა „ტელეგრაფი“ ამერიკულ წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება, რომ ასადი სავარაუდოდ მოსკოვში მიფრინავდა, თუმცა რა შეემთხვა მის თვითმფრინავს, დადასტურებულად არავინ იცის.
