პრემიერმა Fitch-ის რეიტინგზე ისაუბრა
პრემიერმა ისაუბრა Fitch-ის რეიტინგზეც და აღნიშნა, რომ ყველანაირი საფუძველი არსებობს იმისათვის, რომ გაგრძელდეს ეკონომიკური ზრდა, ის ფაქტიც, რომ რეიტინგების კუთხით გვაქვს და ვინარჩუნებთ ძალიან კარგ მდგომარეობას, არის მნიშვნელოვანი ეკონომიკის შემდგომი განვითარებისთვის. მისივე თქმით, მთავრობას აქვს ძალიან მკაფიო ეკონომიკური პოლიტიკა და მომდევნო 4 წლის მიზანია, დამატებით 40 მილიარდი ლარით გაიზარდოს ქვეყნის ეკონომიკა.
