ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში
ირაკლი კობახიძის განცხადებით, 20 იანვრიდან მნიშვნელოვნად შეიცვლება ყველაფერი მსოფლიოში, მნიშვნელოვნად დამშვიდდება მათ შორის ჩვენი რეგიონი. პრემიერმა აღნიშნა, რომ ელოდებიან ამერიკის პრეზიდენტის ინაუგურაციას. ეს, კი დადებითად აისახება ჩვენს ქვეყანაზე. ირაკლი კობახიძემ თქვა, რომ ამ მომენტს სალომე ზურაბიშვილი ვეღარ მოუსწრებს, რადგან მას 29 დეკემბერს უკვე ეწურება უფლებამოსილების ვადა.