პრემიერი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა
პრემიერი ევროკომისიის ანგარიშს გამოეხმაურა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, როდესაც კონკრეტული პოლიტიკოსები და ბიუროკრატები ერთმანეთს უთანაბრებენ ლგბტ პროპაგანდას და ევროინტეგრაციას, ეს არის უკიდურესად შემაშფოთებელი. პრემიერის თქმით, ასეთი მიდგომები სერიოზულად ხელყოფს ქართულს საზოგადოებაში ევროპული სტრუქტურების რეპუტაციას.
