დედაქალაქის მერი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება
დედაქალაქის მერი, ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებს ეხმიანება. საზოგადოებას ვითარების სტაბილიზაციისკენ მოუწოდებს და აღნიშნავს, რომ ეს ყველას პასუხისმგებლობაა. კახა კალაძემ მოქალაქეებს ასევე საახალწლოდ რუსთაველზე მიმდინარე სამუშაოების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია და თქვა, რომ წლევანდელი გზავნილი იქნება გამარჯვებებით სავსე ქალაქი, იმ სპორტული და კულტურული მიღწევებიდან გამომდინარე, რომელიც საქართველოს 2024 წელს ჰქონდა.
