პრემიერ-მინისტრის გზავნილები
პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის განცხადებით, მედიის წარმომადგენლებზე თავდასხმა არის პროვოკაცია, რომელიც ვითარების ხელოვნურად დაძაბვა შეიძლება იყოს. პრემიერმა თქვა, რომ გამოძიება დაწყებულია და იმედი გამოთქვა, რომ დამნაშავეები რაც შეიძლება მალე გამოვლინდებიან. პრემიერის თქმით, განსაკუთრებით შემაშფოთებელია თავდასხმა ოპერატორზე, რომელსაც თავდასხმის შედეგად ფიზიკური დაზიანება მიადგა. როგორც მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, ძალადობის დაგმობა უნდა მოხდეს ყველა მიმართულებით ვის მიმართაც არ უნდა ხორციელდებოდეს ეს ძალადობა. ირაკლი კობახიძის განცხადებით, მიიღებენ კანონს, რომლითაც აიკრძალება შეკრებაზე, შეკრების მონაწილეების მიერ, მათ შორის, კონტრშეკრების მონაწილეების მიერ სხვადასხვა საშუალებით სახის დაფარვა.
