თბილისის სპორტის სასახლეში, ორი ორგანიზაციის „აი ეფ სის“ და „მაქს ფაითის“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა
თბილისის სპორტის სასახლეში, ორი ორგანიზაციის „აი ეფ სის“ და „მაქს ფაითის“ ერთობლივი ღონისძიება გაიმართა. 13 ბრძოლიდან 12 MMA-ის ხოლო ერთი კიგ ბოქსინგის წესებით ჩატარდა. საერთო ჯამში, საქართველოში სპორტსმენები ათი ქვეყნიდან გამოდიოდნენ. კიკ ბოქსინგში, საჩემპიონო ქამარს დავით ქირია დაეუფლა, რომელმაც პორტუგალიელი მეტოქე დაამარცხა. ქირიამ საქართველოში 15-წლიანი პაუზის შემდეგ იჩხუბა. აღსანიშნავია, რომ ღონისძიებაზე 12-მა ქართველმა იბრძოლა და მათგან 11-მა გამარჯვება მოიპოვა.