გიორგი მიქაუტაძის გოლი
საფრანგეთის ლიგა ერთის მე-14 ტურში გიორგი მიქაუტაძემ ულამაზესი გოლი გაიტანა. ქართველი ფეხბურთელის კლუბი სტუმრად ანჟერს შეხვდა და მეტოქე ანგარიშით 3:0 დაამარცხა. საქართველოს ნაკრების წევრი თამაშში 68-ე წუთზე ჩაერთო, ხოლო 88-ე წუთზე რამდენიმე მეტოქე მოატყუა, საჯარიმოში შეიჭრა და საბოლოო ანგარიში დააფიქსირა. მიქაუტაძის ლიგა ერთში ჩატარებულ 14 შეხვედრაში 3 გოლი აქვს გატანილი, ერთხელ საგოლე პასი მიითვალა.
