შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს
შეერთებული შტატები უკრაინისთვის დახმარების ახალ პაკეტს გამოყოფს- ამბობს ამერიკის თავდაცვის მდივანი. ლოიდ ოსტინის თქმით, უკრაინის უსაფრთხოებისთვის პენტაგონის ბიუჯეტიდან 988 მილიონი დოლარი გამოიყოფა. კიევი მიიღებს საბრძოლო მასალას, რომელიც სარაკეტო სისტემებისა და უპილოტო საფრენი აპარატებისთვის არის განკუთვნილი. ახალი პაკეტი ასევე მოიცავს ტექნიკური და სარემონტო პროგრამების მხარდაჭერას.
