ტრამპი: შეერთებული შტატები სირიაში განვითარებულ მოვლენებში არ უნდა ჩაერიოს
„შეერთებული შტატები სირიაში განვითარებულ მოვლენებში არ უნდა ჩაერიოს“,- ამის შესახებ პარიზში ვიზიტით მყოფმა ამერიკის არჩეულმა პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა. „ის, რაც სირიაში ხდება, დიდი არეულობაა, მაგრამ სირია არ არის ჩვენი მეგობარი ქვეყანა და ამერიკას არაფერი საერთო არ უნდა ჰქონდეს ამ სიტუაციასთან“, - აღნიშნა ტრამპმა.
