სირიის პრემიერ-მინისტრი: მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს
„მთავრობა მზად არის ითანამშრომლოს ნებისმიერ ხელმძღვანელობასთან, რომელსაც სირიელი ხალხი აირჩევს“,- ამის შესახებ სირიის პრემიერ-მინისტრმა მოჰამედ ღაზი ალ ჯალალიმ განაცხადა, რომელიც ჯერჯერობით დამასკოში რჩება. დედაქალაქს კი ამ დროისათვის ამბოხებულები აკონტროლებენ. მათი ლიდერები აცხადებენ, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები ხელისუფლების ოფიციალურად გადაბარებამდე პრემიერ-მინისტრის მართვის ქვეშ დარჩება. მანამდე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სირიის პრეზიდენტმა ბაშარ ასადმა დამასკო დატოვა. მისი ამჟამინდელი ადგილსამყოფელი უცნობია.
