სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო. კლინიკაში გამომძიებელმა დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი გამოჰკითხა. პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თავდასხმის ადგილზე. „ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესხნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მოხდა. ტელეკომპანია „იმედი“ კატეგორიულად გმობს „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას. მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.
