შავი ლომი 22:19 ვანი
ჩელენჯ თასის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრა „შავმა ლომმა“ თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე ფრანგულ „ვანთან“ გამართა და 22:19 დაამარცხა. ჩვენი გუნდიდან ერთი ლელო აკა ტაბუცაძემ დადო, რომელიც ლუკა მატკავამ ზუსტად გარდასახა. გარდა ამისა, მატკავამ 5 ჯარიმა გაიტანა და მთლიანობაში „შავ ლომს“ 17 ქულა მოუტანა. „შავი ლომი“ მომდევნო შეხვედრას 15 დეკემბერს სტუმრად „სკარლეტსის“ წინააღმდეგ ჩაატარებს.