რობერტ ფიცო: უკრაინა რუსეთს ბრძოლის ველზე ვერასდროს დაამარცხებს
„უკრაინა რუსეთს ბრძოლის ველზე ვერასდროს დაამარცხებს“,- ამის შესახებ სლოვაკეთის პრემიერ-მინისტრმა რობერტ ფიცომ განაცხადა. „ნატოს ახალი გენერალური მდივანი ამბობს, რომ მოლაპარაკებები არ უნდა იყოს და ადამიანების ხოცვა უნდა გაგრძელდეს, მაგრამ უკრაინა ამ ომს ვერასდროს მოიგებს, რადგანაც სამხედრო თვალსაზრისით რუსეთი დაუმარცხებელია. რუსეთს დარჩება ის ტერიტორიები, რომლებიც დაკავებული აქვს“,- აღნიშნა ფიცომ.