უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა
უკრაინის პრეზიდენტი პარიზში ფრანგ კოლეგას ემანუელ მაკრონს და ამერიკის არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდა. შეხვედრა საფრანგეთის ლიდერის, ემანუელ მაკრონის ინიციატივით გაიმართა. მოლაპარაკების შემდეგ უკრაინის პრეზიდენტმა მედიისთვის კომენტარი გააკეთა. ზელენსკიმ შეხვედრას კონსტრუქციული უწოდა და იმედი გამოთქვა, რომ უკრაინაში ომი რაც შეიძლება მალე და სამართლიანად დასრულდება.
