ხოშტარიების ოჯახის ანგარიშზე ჩარიცხული რუბლები არ უკვირთ მმართველ გუნდში
ხოშტარიების ოჯახის ანგარიშზე ჩარიცხული რუბლები არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ ამბობენ, რომ რუსეთის ინტერესები სწორედ იმ ადამიანებზე გადის, ვინ ქვეყანაში დაძაბულობას და დესტაბილიზაციას ცდილობს. ცნობისთვის, ხოშტარიების ოჯახის ანგარიშზე რუბლები ისევ ჩაირიცხა. „ქრონიკამ“ დოკუმენტი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახმა 4 448 108 რუბლი მიიღო.