„ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ
„ტვ პირველის“ ჟურნალისტს მაკა ჩიხლაძეს და ოპერატორს გიორგი შეწირულს პირდაპირ ეთერში მუშაობისას თავს დაესნენ და ფიზიკურად გაუსწორდნენ. თავდასხმა თბილისში, ბესიკის ქუჩაზე მოხდა. ტელეკომპანია „იმედი“ კატეგორიულად გმობს „ტვ პირველის“ ჟურნალისტსა და ოპერატორზე თავდასხმას. მედიის წარმომადგენლებზე ძალადობა და პროფესიულ საქმიანობაში ხელის შეშლა კატეგორიულად მიუღებელია. მოვუწოდებთ შესაბამის უწყებებს დროულად გამოიძიონ მომხდარი დანაშაული და დამნაშავეები კანონის შესაბამისად დაისაჯონ.
