სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება დაიწყო
სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა „ტვ პირველის“ თანამშრომლების თავდასხმის ფაქტზე გამოძიება 154-ე მუხლით დაიწყო. კლინიკაში გამომძიებელმა დაშავებული ჟურნალისტი და ოპერატორი გამოჰკითხა. პარალელურად საგამოძიებო მოქმედებები ჩატარდა თავდასხმის ადგილზე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის წარმომადგენლის განცხადებით, შექმნილია საგამოძიებო ჯგუფი, რომელიც შემთხვევის ადგილზე განთავსებული ვიდეოკამერების იდენტიფიცირებას ახდენს.
