მიზანმიმართული ტყუილი
შინდისის გმირის, მიხეილ დვალიშვილის მამა მედიას სთხოვს ნუ გამოიყენებენ მისი შვილის სახელს მიმდინარე პროცესების გაშუქებისას. ასე გამოეხმაურა დავით დვალიშვილი ერთ-ერთი ჟურნალისტის ნათქვამს პირდაპირ ეთერში, რომ ის მიხეილ დვალიშვილის ბიძაშვილია. გმირის მამა ამბობს, რომ ჟურნალისტს იცნობს, მაგრამ მას მის ოჯახთან არანაირი კავშირი არ აქვს