სპეკულაცია ტრაგედიით
რომ არა შვილის განმარტება, მსხვერპლის მოთხოვნა უკვე რეალიზებული იქნებოდა. ასე გამოეხმაურა უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე დღეს დილიდან სოციალურ ქსელებში გავრცელებულ ინფორმაციას, რომ თითქოს დედამ ტელევიზორში შვილის ცემის კადრი ნახა, აქციაზე მის დასახმარებლად გავიდა და ავარიაში დაიღუპა. მოგვიანებით დაღუპულის შვილმა ასევე სოციალურ ქსელში განმარტა, რომ მას არავინ სცემდა და დედამისი აქციაზე, პროტესტში მონაწილეობის მისაღებად მიდიოდა. ტრაგედიით სარგებლობა დაუშვებელია. აცხადებს მამუკა მდინარაძე
