საქალაქო სასამართლო ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლამ სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმეებზე მსჯელობს
საქალაქო სასამართლო ანდრო ჭიჭინაძის, ონისე ცხადაძის, ჯანო არჩაიას, რუსლამ სივაკოვის, ლუკა ჯაბუას და გურამ მირცხულავას საქმეებზე მსჯელობს. ანდრო ჭიჭინაძე, რომელიც ჯგუფური ძალადობის მონაწილეობის ბრალდებითაა დაკავებული, ბრალს არ აღიარებს. მისი უფლებადამცველი აცხადებს, რომ სასამართლო პროცესზე ჭიჭინაძის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვების შუამდგომლობას დააყენებს. აქტივისტებს ბრალი სისხლის სამართლის კოდექსის 225-ე მუხლის მეორე ნაწილით წარედგინათ, რაც ჯგუფურ ძალადობაში მონაწილეობას გულისხმობს
