ხოშტარიას რუბლები
ელენე ხოშტარია დუმს. მისი ოჯახის ანგარიშზე რუბლების ჩარიცხვაზე საუბარი არ სურს. მორიგი ტრანში რუსეთიდან. ქრონიკამ დოკუმენტი მოიპოვა, რომლის მიხედვითაც ელენე ხოშტარიას ოჯახს ოთხი მილიონ 448 ათას 108 რუბლი ჩაერიცხა. რამდენიმე დღის დღის „ქრონიკა“ საუბრობდა იმაზე, რომ ხოშტარიამ რუსეთში დარეკა და ფული ითხოვა. „უკაპიკოდ ვარ დარჩენილი, რაღაც უნდა ჩამირიცხოთ სასწრაფოდ“. ეს ხოშტარიას სიტყვებია. რამდენიმე დღეში კი რუსეთიდან მის ანგარიშზე თანხა ჩაირიცხა. ხოშტარიების ანგარიშზე ჩარიცხული რუბლები არ უკვირთ მმართველ გუნდში. „ქართულ ოცნებაში“ აცხადებენ, რომ ელენე ხოშტარია რუბლებს ვერ ელევა. რაც შეეხება რადიკალურ ოპოზიციას შეკითხვებს გაურბიან
