რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის მიღება ლიეტუვისა და ლატვიის მხრიდან ვეტოს გამო ჩაიშალა
რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების ახალი პაკეტის მიღება ლიეტუვისა და ლატვიის მხრიდან ვეტოს გამო ჩაიშალა. წერს POLITICO და აღნიშნავს, რომ რიგა და ვილნიუსი იმ გამონაკლისი წესის წინააღმდეგ გამოვიდნენ, რომელიც ევრო კავშირის წევრი ქვეყნების კომპანიებს რუსეთში მუშაობის გაგრძელების უფლებას აძლევს. POLITICO ევროკავშირის სამ დიპლომატზე დაყრდნობით იუწყება, რომ სწორედ ამ მიზეზით ვერ მოხერხდა ახალი შეზღუდვების დაწესება იმ კომპანიებსა და ნავთობის ტანკერებზე, რომლებიც რუსეთს უკრაინაში ომის წარმოებაში უწყობენ ხელს
