დომინიკის რესპუბლიკაში რეკორდული რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს
დომინიკის რესპუბლიკაში რეკორდული რაოდენობით ნარკოტიკები ამოიღეს. 9 ნახევარი ტონა კოკაინი სამართალდამცველებმა სან-დომინგოს პორტში, ბანანის ყუთებში იპოვეს. 320 ტომარაში გადანაწილებული ნარკოტიკული საშუალების საერთო ღირებულება 250 მილიონ დოლარს შეადგენს. სამართალდამცველების ცნობით კონტრაბანდული ტვირთის ევროპაში გაგზავნა იგეგმებოდა
