ევროკავშირი „გაზპრომ ბანკის“ წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისთვის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს
ევროკავშირი „გაზპრომ ბანკის“ წინააღმდეგ სანქციების შემსუბუქებისთვის შეერთებულ შტატებთან მოლაპარაკებებს აწარმოებს. ამის შესახებ „ბლუმბერგი“ წერს და აღნიშნავს, რომ გაზპრომ ბანკი მთავარ როლს ასრულებს ევრო კავშირის ქვეყნებისთვის რუსული ბუნებრივი აირის მიწოდების უზრუნველსაყოფად. საკითხი აქტუალური მას შემდეგ გახდა, რაც რუსეთის პრეზიდენტმა უარი თქვა მოთხოვნაზე, რომ უცხოელმა მყიდველებმა რუსული გაზის ყიდვისას მხოლოდ აღნიშნული ბანკი გამოიყენონ. გამოცემის ცნობით, ევრო კავშირი და შტატები განიხილავენ შემარბილებელი ღონისძიებების სახეობასა და მოცულობას მას შემდეგ, რაც ევროპის ზოგიერთმა სახელმწიფომ და კომპანიამ განაცხადეს, რომ „გაზპრომ ბანკის“ წინააღმდეგ სანქციები საფრთხეს უქმნის გაზის მიწოდებას. „ბლუმბერგის“ ცნობით, განიხილება ისეთი ვარიანტები, როგორიცაა გადახდების ლეგალურად განხორციელება „გაზპრომ ბანკის“ ლუქსემბურგში დაფუძნებული შვილობილი კომპანიის მეშვეობით, ან გადახდის სხვა არხების გამოყენება. ცნობისთვის, შეერთებული შტატების ფინანსთა სამინისტრომ „გაზპრომ ბანკი“ სანქციების სიაში 21 ნოემბერს შეიყვანა
