უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს
უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი შესაძლოა, პარიზში შეერთებული შტატების არჩეულ პრეზიდენტს, დონალდ ტრამპს შეხვდეს. ინფორმაციას სააგენტო „ფრანს პრესი“ უკრაინულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს და იუწყება, რომ ვოლოდიმირ ზელენსკი და დონალდ ტრამპი ხვალ, პარიზის ღვთისმშობლის ტაძრის გახსნის ცერემონიას დაესწრებიან. ცნობილია რომ ღონისძიების ფარგლებში უკრაინის პრეზიდენტს ემანუელ მაკრონი შეხვდება
