განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს
განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი განცხადებას ავრცელებს, სადაც ნათქვამია, რომ არაოფიციალური მონაცემებით, უმაღლესი განათლების ხარისხის განვითარების დამოუკიდებელი სააგენტოების ევროპულმა რეესტრმა, 2023-მ წელს არსებული ხარვეზის საფუძველზე, მიიღო გადაწყვეტილება ცენტრისთვის რეგისტრაციის შეჩერების თაობაზე. უწყებაში აცხადებენ, რომ დასკვნის ოფიციალურად მიღების შემდეგ, ცენტრი გაასაჩივრებს აღნიშნულ გადაწყვეტილებას, რადგან ყველა ის ძირითადი ხარვეზი უკვე აღმოფხვრილი და გამოსწორებულია.
