რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება
რევაზ თაბუკაშვილის ქუჩაზე მდებარე შენობის, ე.წ. კადეტთა კორპუსის რეაბილიტაცია გრძელდება. სამუშაოებს თბილისის განვითარების ფონდი პროექტ „ახალი ტფილისის“ ფარგლებში ახორციელებს. სამუშაოებს დედაქალაქის მერი გაეცნო. კადეტთა კორპუსის შენობა XIX საუკუნის მნიშვნელოვან არქიტექტურულ ობიექტს წარმოადგენს, პროექტი ძველი იერსახის შენარჩუნებით, შენობის აღდგენას, ახალი მიშენების მოწყობას, ეზოსა და მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობას ითვალისწინებს. შენობის ავარიული შუა ფლიგელის დემონტაჟი უკვე განხორციელდა და მის ნაცვლად, მონოლითური კონსტრუქციის მშენებლობა მიმდინარეობს.
